ფრანგული სანქციები ივანიშვილს - დიპლომატები "ოცნების" ლიდერს მძიმე შეზღუდვებს უანონსებენ

18.07.25 17:42
ფრანგული სანქციები ივანიშვილს - დიპლომატები "ოცნების" ლიდერს მძიმე შეზღუდვებს უანონსებენ

ფრანგული სანქციები ივანიშვილს - დიპლომატები, რომლებიც წლების განმავლობაში პარიზში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ როდესაც საფრანგეთის მთავრობის მაღლჩინოსანი ღიად საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადაწყვეტილებას არ დააყოვნებს.

დიპლომატების  თქმით, საფრანგეთის განზრახვა არის ის, რომ არამხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ პარტნიორებთან ერთად, კოორდინირებულად დააწესოს სანქციები ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ.

ეკატერინე სირაძე, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში ელჩად მუშაობდა, ამბობს, რომ საფრანგეთს აქვს ხისტი მიდგომა, როდესაც ის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საფრანგეთისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, არ იყოს მარტო ამ სანქციებში და ჰყავდეს პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მის გვერდით დადგებიან და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაასანქცირებენ ამ პიროვნებას. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს კონტექსტში რამდენიმე ძლიერი ქვეყანა. საფრანგეთი თუ დიდ ბრიტანეთს ელაპარაკება, გარწმუნებთ, გერმანიასაც დაელაპარაკება, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც წამყვანი ლოკომოტივებია ევროკავშირში. აუცილებლად მივალთ იქ და კარგი იქნება, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც უფრო მალე მივალთ, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მე ვიზალიბერალიზაციას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმ პირების დასანქცირებას, რომლებიც ამას იმსახურებენ და ადამიანის უფლებებს ლახავენ,-აცხადებს ეკა სირაძე 

დიპლომატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაასანქცირებს საფრანგეთი თავისივე ქვეყნის მოქალაქე ივანიშვილს, რომელსაც დიდ ძალი ქონება და აქტივები აქვს ქვეყანაში.

ვინც ცოტა ჩახედულია საქმეში და ისტორიას იცნობს, იცის, რომ საკმაოდ რთული საფრანგეთის ამ ზომამდე მიყვანა. ფაქტები გვაჩვენებს, რომ ჯობია აშშ გადაიკო, ვიდრე საფრანგეთი, რადგან თუ რამე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე მიდიან, ეს გადაწყვეტილებები აცუილებლად სრულდება და აქვს ბევრად უფრო თარგეთირებული და ფოკუსირებული შედეგები. როდესაც საფრანგეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება ეს ევროკავშირის საერთო კონტექსტში თუ ინდივიდუალურად, როგორც წევრი სახელმწიფო, აუცილებლად კონკრეტული შედეგები დადგება, ბატონი ივანიშვილისთვის. ვნახოთ, რა რეაგირებას მოახდენს, თუმცა, ვრჩები ჩემ აზრზე, რომ ივანიშვილი გასულია ყოველგვარი ლოგიკიდან, -ამბობს ევროპულ საბჭოში ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი.

 

მსგავსი სიახლეები