ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ - შემთხვევა თბილისში, თელავის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
უცნობი პირმა, პოლიტიკოსს კვერცხი იმ დროს ესროლა და შეაგინა, როცა ის "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "ქართლი ოცნების" შიდა დაპირისპირებაზე საუბრობდა.
ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.
რადგან თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა, პოლიციას თავდამსხმელის იდენთიფიცირება არ გაუჭირდება.
ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქე დაკვეთას ასრულებდა.
ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი.
გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.