ვინ მოხვდა ესტონეთის შავ სიაში და რომელი ქვეყანა ემზადება ივანიშვილის გუნდის დასანქცირებისთვის?

18.07.25 20:26
ვინ მოხვდა ესტონეთის შავ სიაში და რომელი ქვეყანა ემზადება ივანიშვილის გუნდის დასანქცირებისთვის?

ივანიშვილის გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სინდისის პატიმრების საქმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი - ესტონეთი ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებას აღარ დაელოდა და ივანიშვილის გუნდის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა. 19 მაღალჩინოსანი ახლა შავს სიაშია და უვადოდ აეკრძალათ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა. 

ეს არის ესტონეთის მიერ "ქართული ოცნების" გუნდის წევრებისთვის დაწესებული სანქციების მესამე პაკეტი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეროვნული სანქციებს ჯაჭვური გაგრძელება აქვს. იწყებს ერთი ქვეყანა და აგრძელებენ სხვები. ახალი პაკეტი ივანიშვილის მსახურების წინააღმდეგ პირველი ლატვიამ აამოქმედა, დღეს კი უკვე ესტონეთმა გამოაცხადა. ორივე ქვეყანა შენგენის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სანქციების გამო, სანქცირებული პირების გატარებას, სასაზღვრო კონტროლის დროს, სხვა ქვეყნებიც ერიდებიან. 

ბიძინა ივანიშვილის გუნდი 6 ევროპული ქვეყნის სანქციების ქვეშაა. ამას ემატება დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა. იმის გამო, რომ უნგრეთმა ევროკავშირის საერთო სანქციების დაწესება დაბლოკა, ქვეყნებმა ეროვნული სანქციების ამოქმედება დაიწყეს, ახლა ყველა ელოდება რას მოიმოქმედებს საფრანგეთი. 

ოფიციალური პარიზი სანქციებისთვის ემზადება. პრეზიდენტ მაკრონის მინისტრმა, ბენჯამინ ჰადადმა "პირველებთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ საფრანგეთი ავტორიტარიზმისკენ გადახვევას უპასუხებს და სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც ამ კურსის გადახვევასა და ადამიანის უფლებების დარღვევაშია პასუხისმგებელი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები