ბაჩიაშვილმა ანგარიშსწორების საქმეზე პირველი ჩვენება მისცა - რას ითხოვს ბიზნესმენი

18.07.25 20:30
ბაჩიაშვილმა ანგარიშსწორების საქმეზე პირველი ჩვენება  მისცა - რას ითხოვს ბიზნესმენი

გიორგი ბაჩიაშვილმა სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ პირველი ჩვენება მისცა - მასთან ცემიდან მეექვსე დღეს არა პროკურორი, არამედ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელი შევიდა და  პატიმრისგან მოისმინა ციხის საკანში თავდასხმის დეტალები. 

მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია - ამოღებული და დაარქივებულია, თუ არა, როგორც საკანში ისე დერეფნებში არსებული კამერების ჩანაწერები? - გამომძიებელმა დღეს დაზარალებულ ბაჩიაშვილს და მის ადვოკატებს კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. არადა, 12 ივლისს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამომძიებლებმა, ბაჩიაშვილის სისხლიანი ტანსაცმელი წაიღეს და ვიდეოჩანაწერების ამოღებაც შეეძლოთ. 

სისტემა ახლა ცდილობს გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმა ორ პატიმარს შორის ჩხუბად მონათლოს. კომენტარში, რომელიც იუსტიციის სამინსიტრომ გაავრცელა, ციხის საავადმყოფოს ექიმი ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილთან ერთად ნაცემია თავდამსხმელიც, რომელიც ასევე ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.   

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები