59 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ თვეში - ქვეყანა ამერიკული გზავნილების იმედად?!

18.07.25 20:42
59 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ თვეში - ქვეყანა ამერიკული გზავნილების იმედად?!

59 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ თვეში - ივნისში აშშ-დან სქართველოში სწორედ ეს თანხა გადმორიიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. 

ამერიკა ფულად გზავნილებში პირველ ადგილზეა. ეს ეკონომისტებისთვის ნიშნავს, რომ მიგრანტების რიცხვი იზრდება, მოქალაქეები საქაართველოდან ამერიკაში გარბიან და დასავლეთიდან არჩენენ საკუთარ ოჯახებს.

ბოლო წელია ამერიკიდან გზავნილებმა რუსული გზავნილები ჩაანაცვლა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტი ქვეყნიდან რეკორდული გადმორიცხვები აღარ არის, ივნისში რუსეთიდან 41 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, გამოდის, რომ რუსეთიდან გადმორიცხვებს ეკონომიკაში დიდი წილი აღარ ექნება. ამერიკიდან გზავნილები რეკორდებს ხსნის, ამ ფონზე შტატებზე მუდმივი თავდასხმა შესაძლოა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემად იქცეს. 

იტალია, გერმანია, საბერძნეთი - ეროვნილი ბანკის სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირში სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობენ. იტალიიდან ივნისში 52 მილიონი ჩაირიცხა. ფულადი გზავნილების თითქმის ნახევარი ევროკავშირზე მოდის. ეს თანხები ქართულ ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს და იმდენად დიდია რომ ინვესტიციების რიცხვს აჭარბებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები