გაეროს პასუხი რაჟდენ კუპრაშვილს - ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ანტიკორუფციულ ბიუროს კანონის აღსრულების უფლება შეუჩერა

18.07.25 20:58
გაეროს პასუხი რაჟდენ კუპრაშვილს - ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ანტიკორუფციულ ბიუროს კანონის აღსრულების უფლება შეუჩერა

გაერომ რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნების აღსრულება შეაჩერა. მოულოდნელი წერილი "ქართულმა ოცნებამ"  ბავშვთა უფლებათა კომიტეტისგან მიიღო. ორგანიზაცია რაჟდენ კუპრაშვილს მოუწოდებს არ გამოითხოვოს და არ გასაჯაროვდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია. გაერო "ქართული ოცნებისგან" ახსნა-განმარტებებს ელოდება და უკრძალავს სახელმწიფოს ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემას. 

რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე შემტევი ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ყველას წერილები დაუგზავნა და მონაცემების გადაცემა მოითხოვა. მაშინ "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ განსაკუთრებული არფერი ხდებოდა, ახლა კი უკვე გაეროს გადაწყვეტილებით უნდა შეჩერდეს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების აღსრულება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები