"ვაღიარებთ მხოლოდ ახალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საკრებულოს დეპუტატები

18.07.25 21:35
 "ვაღიარებთ მხოლოდ ახალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საკრებულოს დეპუტატები

 "კოალიცია ცვლილებისთვის" საკრებულოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთეს და კიდევ ერთხელ აღნშნეს, რომ ისინი, მხოლოდ ახალ, რიგგარეშე, საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ. 

მათი თქმით, საკრებულოს დეპუტატებმა ყველაზე კარგად იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალურ თვითმმართველობას და რეალურ დეცენტრალიზაციას, თუმცა "2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი კავშირი არ გააჩნია არც რეალურ თვითმმართველობასთან და არც რეალურ დეცენტრალიზაციასთან".

რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, ანრი კვარაცხელიას, რომელსაც დღეს სასამართლომ მიუსაჯა უკანონო პატიმრობა 4 წლით და 6 თვით.

ჩვენი პარტია "კოალიცია ცვლილებისთვის" საქართველოს ყველა საკრებულოს დეპუტატის სახელით ვადასტურებთ, რომ ჩვენ მიზანი, კონკრეტულად 230 დღეზე მეტია, რაც მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები, ვართ ამ მიზნების ერთგული და ვადასტურებთ ამას. 

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება რუსული სპეცოპერაციის სახით. 

ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებმა ყველაზე კარგად ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალურ თვითმმართველობას და რეალურ დეცენტრალიზაციას, თუმცა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი კავშირი არ გააჩნია არც რეალურ თვითმმართველობასთან და არც რეალურ დეცენტრალიზაციასთან - ეს გახლავთ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელით ტარდება საქართველოში. 

ჩვენ, დღეს, ქართველ ხალხთან ერთად ვებრძვით პრორუსულ ძალას, ანტიდასავლურ ძალას, ანტიევროპულ ძალას, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაცაა შებღალოს ამ ქვეყნის ისტორიული და სწორი არჩევანი - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

ჩვენ, საკრებულო9ს დეპუტატებმა ზუსტად ვიცით, რომ რეალური თვითმმართველობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში, თუმცა დღეს საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს. ეს არის ფეოდალებზე დამყარებული ძალა, რომლებიც თვითმმართველობას იყენებენ საკუთარი პირადი ინტერესებისთვის. რეჟიმის დასამარცხებლად მიგვაჩნია, რომ უპირველესი გზა არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა. რეჟიმის დასამარცხებლად უმთავრესია რეჟიმის სრული იზოლაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე კიდევე ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ "კოალიცია ცვლილებებისთვის" საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ თავისუფალ, რიგგარეშე არჩევნებს," - განაცხადეს საკრებულოების დეპუტატებმა.  

მსგავსი სიახლეები