"თუკი რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსულ რეჟიმს" - ენმ

18.07.25 21:45
"თუკი რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსულ რეჟიმს" - ენმ

 "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას ეხმიანება და განცხადებაში აღნშნავს, რომ თუკი რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.

 "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, "ეს კრიმინალური ბანდის ხელწერაა". 

ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს.

ეს არის კრიმინალური ბანდის ხელწერა - მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა და განსხვავებული აზრის ვანდალური ფორმებით ჩახშობა.

თუკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.

ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაზე!

ვერ შეგვაჩერებენ - აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

მსგავსი სიახლეები