დეკანოიძე: ხაბეიშვილს ე.წ. ხელისუფლების მიერ მიქსეული ტიტუშკები დაესხნენ თავს
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ე.წ. ხელისუფლების მიერ მიქსეული ტიტუშკები დაესხნენ თავს.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ხაბეიშვილის მიერ ივანიშვილის გუნდში დაპირისპირებასა და კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით საუბართან.
ესენი იყვნენ ნამდვილად ე.წ. ხელისფულების მიერ მიქსეული ტიტუშკები. იცით, რომ ლევანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს პერიოდის განმავლობაში კორუფციულ ფაქტებზე, განსაკუთრებით იმ სერიოზულ დაპირისპირებაზე, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს ინფორმაცია, ეს არის ბიძინა ივანშვილის მიერ ყოფილი, საკუთარი გუნდის წევრების მიმართ მოთხოვნილი ძალიან სერიოზული რეპრესიული მექანიზმებით, ფინანსური კაპიტალის ამოღება, რომელიც უკავშირდება ლულაშვილს, რიჟვაძეს რასაც მოჰყვა საბედისწერო შემთხვევა.
დღის წესრიგის შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მართლა ამხილო რეჟიმი და განსაკუთრებით ამხილო იმ ფულის ხაპვაში, რაზეც ორიენტირებულია მთელი ეს რუსული კლეპტოკრატია და ბიძინა ივანიშვილის გარე კლანი, ეს რაღაცნაირად მიზანში ხვდებათ ყველას.
დარწმუნებული ვარ იცოდნენ სად იყო, როგორ იყო, რას აკეთებდა და მიუქსიეს ის ადამიანები ვინც, გამორჩეულად არიან ხოლმე მხილებული ზუსტად ასეთ საზიზღარ მოქმედებაში.
მათმიიღეს საკასდრისი პასუხი, რომელიც უნდა გაეცეს ყველა ტიტუშკას.მთავარი რა არის, ეს არის ივანშვილის კონსტრუქცია როგორი სახელმწიფო უნდა მას მომავალში, " - განაცხადა ხატია დეკანოძემ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.