გეგელია: გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, კონგრესმენ უილსონთან, დერეკ ვან ორდენთან, კაროლ მილერთან

18.07.25 22:57
გეგელია: გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, კონგრესმენ უილსონთან, დერეკ ვან ორდენთან, კაროლ მილერთან

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ვაშინგტონში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, სენატში, ატლანტიკურ საბჭოსა და NED-ში.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ის და სალომე სამადაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს, დერეკ ვან ორდენს, დენ კრენშოუს და კაროლ მილერს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო Megobari Act-ს, “ქართული ოცნების” მიერ გატარებულ რუსულ რეპრესიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს.

დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, მათ შორის კონგრესმენ უილსონთან, კონგრესმენ დერეკ ვან ორდენთან, კონგრესმენ კაროლ მილერთან, ადამიანებთან, რომლებიც არიან წლების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ბრძოლის მეგობრები, რომელიც არიან ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები და ახლა ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთი მხრივ დაჩქარდეს Megobari Act-ის მიღება და მეორე მხრივ, ბუნებრივია, შენარჩუნდეს და გაიზარდოს ის წნეხი და ზეწოლა, რაც აშშ-დან უკვე მოედინება საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მისამართით, ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში. 

ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან კარგად ინფორმირებულები, ყველა იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ როგორც საზოგადოებას გაგვაჩნია. ისინი არიან ჩვენი ბრძოლის მხარეს და ბუნებრი9ვია, ყველაფერს გააკეთებენ ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან და ჩვენს  დემოკრატიულ პროტესტთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა გაიმარჯვოს და იმისთვის, რომ რუსულმა, ჩინურმა და ირანულმა ინტერესებმა ვერ მოიპოვოს ის გამარჯვება, რაც საქართველოში არ ეხება ქართულ ეროვნულ ინტერესებს. 

ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვან დროს, ყველა ძირითად პარტნიორთან შეხვედრით და ჩვენ ძალიან აქტიურ რეჟიმში ვაჟღერებთ ჩვენი პროტესტის ძირითად მოთხოვნებს, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 
 

მსგავსი სიახლეები