"ოცნებას" ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობა - გიორგი სიორიძე
"ოცნებას" ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობა" - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
გიორგი სიორიძემ ვიზალიბერლაზიაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ადამიანები დაკარგავენ იმ სიკეთეებს, რომლითაც სარგებლობენ და როგორებიცაა ევროპაში მკურნალობა, სწავლა და დასაქმება.
სინამდვილეში ვინ ზარალდება - საქართველოს მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ ბუნებრივად, უკვე რვა წელია გვაქვს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია და სარგებლობენ ამ სიკეთეებით, რაც არის ევროპაში არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ დასაქმება, მკურნალობა, სწავლა. ეს ყველაფერი თუ შეჩერდება, გამოიწვევს სიღარიბის ზრდას, გამოიწვევს იმას, რომ დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება და ადამიანები ვეღარ შეძლებენ ამით სარგებლობას.
რას ნიშნავს ეს? - "ქართულ ოცნებას", ბოდიში გამოთქმისთვის, ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის შედეგი, პასუხი და ძალიან მკაფიოდ არის ევროკავშირის გზავნილში აღნიშნული," - განაცხადა მან.