"მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!" - ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
"მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!" - "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.
გვარამია მოქალაქეებს მოუწოდებს 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან შიეკრიბნონ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
19 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ. უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახვოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე!
დავანახვოთ, რომ სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს!
დავანახვოთ, რომ არ დავუთმობთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს - ევროპას!
დავანახვოთ, რომ მომავალი ჩვენია!
მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია.