ნანუკა ჟორჟოლიანი: თეა, "ნუ გეჩინია"

19.07.25 01:00
ნანუკა ჟორჟოლიანი:  თეა, "ნუ გეჩინია"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი თეა წულუკიანს პასუხობს - ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მას შიშის გამო უჩივლა. 

"თეა "ნუ გეჩინია", არსად მოსვლას ვაპირებ, ტკბილ სიბერეს ვაპირებ, როგორც კი რუსული ხელისუფლება დაემხობა" - მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა თეა წულუკიანს. 

მისი თქმით, "ოცნების" ლიდერს ნიღაბი ჩამოხსნა - "წულუკიანმა სახე დაკარგა".

თეა წულუკიანი არის ქოცების ის წარმომადგენელი, რომელსაც ყველაზე მეტი სასამართლო დავა აქვს წაგებული. ხალხს ისეთი დარღვევებით უშვებდა სამსახურიდან, რომ თითქმის ყველა დავა წააგო. ამ ქვეყნის ბიუჯეტს წულუკიანის სამართლის "გლახა" ცოდნა, ძალიან ბევრი ლარი დაუჯდა..."- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ჟურნალისტის თქმით, მისი ფეისბუქ სტატუსი, სადაც წულუკიანის მამის საქმიანობაზე იყო საუბარი, ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ეს ინფორმაცია არის საჯარო, მედიაში გავრცელებული და მას ეყრდნობა ნებისმიერი პირი, რომელიც ამას ავრცელებს. ასე რომ თეა წულუკიანს ძალიან გაუჭირდება იმის მიღება, რისი მიღებაც სურს...

საბოლოო ჯამში, თეა წულუკიანი გადაფსიხებულია, გადარეულია ჩემზე"- დასძინა ტელეწამყვანმა. 
 

ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.

წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, "20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი", "ქართული ოცნების" ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა. 

მსგავსი სიახლეები