ახალი გაფრთხილება "ოცნებას" ბრიტანეთიდან - "შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენებით"
ახალი გაფრთხილება დიდი ბრიტანეთიდან - ივანიშვილის პარტიას გაერთიანებული სამეფოდან მოუწოდებენ, შეწყვიტონ "პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკოსების დაპატიმრება".
ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს საქართველოს შესახებ კითხვით, სტივენ გეტინსმა მიმართა.
ინგლისელ პოლიტიკოსს აინტერესებდა, რა გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე "ქართული ოცნების" პოლიტიკა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება.
პასუხად, სტივენ დაუთი წერს, რომ ლონდონი უწყვეტ კავშირზეა პარტნიორებთან, სწორედ მისი კომუნიკაციის შემდეგ გამოქვეყნდა 17 ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება, რომლითაც "ოცნებას" მოუწოდეს გააუქმონ ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ნორმებისა და ევროპული ღირებულებების დაბრუნებას ქვეყანაში" - წერს სტივენ დაუითი.
მე ღრმად შეშფოთებული ვარ ქართველი ოპოზიციის ლიდერების მიმართ ბოლო პერიოდში გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენებით.
23 ივნისს მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური ხმის გასაჩუმებლად და უზრუნველყოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა ოფიციალურად დაეფიქსირებინა შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიუღებელი ქმედებების გამო. 1 ივლისს რამდენიმე ევროპელ პარტნიორს ვესაუბრე, რათა გაგვეზიარებინა და განგვეხილა ჩვენი საერთო შეშფოთება, ხოლო 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც მკაცრად გმობს ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები უარყოფითად აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ რჩება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერად და მზად არის ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნებას",- აცხადებს დაუთი.