ეს ტროლი ღარიბაშვილი კიდევ ბევრ განცხადებას ჩაასწორებს - თაკო ჩარკვიანი
"კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისივე განცხადების ჩასწორების ფაქტს ეხმაურება, სადაც სიტყვა "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩანაცვლდა. ჩარკვიანის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი რუსული სტილით იმართება.
ეს ტროლი ღარიბაშვილი, მცირეწლოვან ბავშვებს რომ ემუქრება, კიდევ ბევრ განცხადებას ჩაასწორებს, ოღონდ ძალიან გვიან იქნება. ეს არის ტროლი, ეს პრემიერ-მინისტრი არაა, რუსული სტილია და რასაც ისმენს ეს პატარა გაუნათლებელი გებელსი, იმას ახმოვანებს. პატარა მთარგმნელი ჰყავთ და პუტინის რეფერენტი რასაც დაუწერს, თარგმნიან", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ წერილში ოპოზიციას გაჟლეტვით, მხუთავი აირით განადგურებით დაემუქრა. საყოველთაო კრიტიკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.