კობახიძეს ჰქონდა დავალება გაცემული, რომ ხაბეიშვილს გასწორებოდნენ - ანა წითლიძე

19.07.25 11:39
კობახიძეს ჰქონდა დავალება გაცემული, რომ ხაბეიშვილს გასწორებოდნენ - ანა წითლიძე

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე ხელშეუხებელია - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია,  დაიბარეს თუ არა მინიმუმ გამოკითხვაზე პირი, რომელიც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "ნაციონლაური მოძრაობის" ლიდერს კვერცხებით თავს დაესხა.

ენმ-ში ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თადვასხმა პირადად ირაკლი კობახიძის მიერ იყო გაცემული. 

ანა წითლიძის განცხადებით, ერთ-ერთი, რომელიც თავდასხმის დროს ფიგურირებს, სუბარია გოგა გოგიაზე, სწორედ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

"ეს არის ადამიანი, რომელიც მთაწმინდაზე ცხოვრობს და იქ ალაგებს ე.წ. პალაჟენაის "ოცნებისთვის" - აცხადებს წითლიძე

კობახიძეს ჰქონდა უშუალოდ დავალება გაცემული, რომ ხაბეიშვილს გასწორებოდნენ ისე, რომ მას აღარ შეძლებოდა საუბარი, ეს არის მისი სიტყუვები, შესაბამისად, მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა. ეს ადამიანი, ერთ-ერთი, რომელიც თავდასხმის დროს ფიგურირებს, ვინმე გოგა გოგია წარმოადგენს სწორედ "ქართულ ოცნებას". ეს არის ადამიანი, რომელიც მთაწმინდაზე ცხოვრობს და იქ ალაგებს ე.წ. პალაჟენაის "ოცნებისთვის". მისი მანდ ყოფნა შეთხვევითი არ ყოფილა. ხაბეიშვილის აქტიურობა და განცხადებები იმაზე, რა ხდება "ქართულ ოცნებაში", ეს არის ახლა ის, რაც ყველაზე მეტად აგიჟებს კობახიძეს და მდინარაძეს. ისინი ვერ არკვევენ, ვისგან მოაქვს ეს ინფორმაციები ხაბეიშვილს და საიდან იცის ეს ყევლაფერი "ნაციონლაურმა მოძრაობამ", შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილიც მათ თხოვს პასუხს იმაზე, რატომ გადის შიგნიდან ინფორმაციები. ამიტომაც, ასე გამწარებულები, სხვა გზა არ დარჩენიათ, რომ თავს დაესხან ხაბეიშვილს", - განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

მსგავსი სიახლეები