„თაიმსი”: ტრამპი შესაძლოა, პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში შეხვდეს

19.07.25 13:38
„თაიმსი”:  ტრამპი შესაძლოა, პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში შეხვდეს

ბრიტანული გამოცემა „თაიმსის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში შეხვდეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლს პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში ჩინეთს ეწვევა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი და იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ჩინეთის ხალხის წინააღმდეგობის ომისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 3 სექტემბერს პეკინში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები