ვინ ჩუქნის ფულს "ქართულ ოცნებას" - ჟურნალისტური გამოძიება

19.07.25 22:04
ვინ ჩუქნის ფულს "ქართულ ოცნებას" - ჟურნალისტური გამოძიება

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - თორნიკე რიჟვაძის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, მხოლოდ აჭარიდან "ქართულმა ოცნებამ" 2 მილიონი ლარი შემოწირულობების სახით მიიღო

ივანიშვილის პარტიას დიდი ფული ისეთმა ადამიანებმა ჩაურიცხეს, ვისაც აქამდე, არცერთი პარტიისთვის ფული არასდროს ჩაურიცხავს. 

"შაბათის გუნდმა" გამოიძია, ხალხი, ვინც "ქართულ ოცნებას" ფული "აჩუქა" ერთი წრიდანაა - ისინი "საზღვაო აკადემიაში", "საინჟინრო სასწავლებელში" არიან დასაქმებული, ან არიან მეზღვაურები. 

"ქართული ოცნების" შემომწირველების სიის გაშიფვრამ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიისთვის ფული ნაჩუქარი აქვთ მეზღვაურებს, საზღვაო სასწავლებლების ლექტორებს, ფინანსისტებს, პორტის თანამშრომლებს, ისეთ ხალხს, რომელიც დაქირავებული თანამშორმელია, თავად არანაირი ბიზნესი აქვთ.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი დაინტერესდა, ვინ დგას რეალურად ამ გადმორიცხვების უკან და დასვა კითხვა, ხომ არ იდგა ამ გადარიცხვების უკან თორნიკე რიჟვაძის გარემოცვა. 

  • "ქართული ოცნების" შემომწირველია მაგალითად 58 წლის მეზღვაური, ვადიმ კოროლოვი, მას არანაირი ბიზნესი არ გააჩნია, თუმცა 24 ივნისს  "ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი აჩუქა. 
  • ამავე სიაშია 75 წლის თეიმურაზ შამილაძე. ბათუმის საინჟინრო სასწავლებლის ლექტორმა, "ქართულ ოცნებას" 30 ივნისს - 55 000 ლარი  გადაურიცხა. დგინდება, რომ თეიმურაზ ვარშანიძემ ბათუმში საინჟინრო სასწავლებელში მუშაობა 72 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე ის "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო, თუმცა პარტიის შემომწირველი არასდროს ყოფილა.

სასწავლებლის ლექტორი, საიდანაც "ქართული ოცნების" ყულაბაში ათი ათასობით ლარია გადარიცხული, ამბობს, რომ მის ხელმძღვანელობას ახლო კავშირი აქვს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან ალექსი ახვლედიანთან. რომლის წინააღმდეგ ახლა რიჟვაძის საქმეზე სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული.

"ქართული ოცნების" შემომწირველთა შორისაა სასწავლებლის ადმინისტრაციაც,  დამფუძნებლის შვილი და მეზღვაურთა პროფკავშირების ხელმძღვანელიც: 

  • რუსლან დიასამიძემ 30 ივნისს პირველად ცხოვრებაში, 55 ათასი ლარი გადარიცხა ივანიშვილის პარტიის ანგარიშზე. 

საინჟინრო სასწავლებლის თანამშრომლების გარდა "ქართული ოცნების" შემომწირველთა შორის არიან ბათუმის საზღვაო აკადემიის ლექტორები და რიგითი თანამშრომლები. პენსიაზე გასული მეზღვაურებს, რომლებსაც არაცერი ბიზნესი არ გააჩნიათ, წელს პირვბელად გაუჩნდათ სურვილი "ქართული ოცნების" შრემომწირბველები ყოფილიყვნენ.

  • მათ შორის არის სერგო სურმანიძეც - ასტრონავიგაციის მასწავლებელმა "ქართულ ოცნებას" 20 ივნისს 50 000 ლარი შესწირა.
  • სურმანიძის მსგავსად "ქართული ოცნების" ანგარიშზე აქვს გადრიცხული თანხა ბათუმის საზღვაო აკადემიის მზუნველთა ფონდის წევრს, 73 წლის როლანდ დევაძეს.
  • "ქართულ ოცნებას" ფული საზღვაო აკადემიის ლექტორმა, ჯუმბერ ჯიჯავაძემაც გადაურიცხა. ჯიჯავაძესაც პარტიის დახმარების სურვილი  55 ათასი ლარის სახით, 20 ივნისს გაუჩნდა.
  • კიდევ ერთი რიგითი თანამშრომელი საზღვაო აკადემიიდან, ვინც "ქართულ ონებაში" 50 000 ლარი გადარიცხა, გოჩა კოჩალიძეა.  

შემომწირველთა სია ამით არ მთავრდება:

  • "ქართული ოცნების" ანგარიშზე 50 000 ლარის შემომწირველია, მეზღვაური ლევან კინწურაშვილი. წელს ბატონი ლევანიც პირველად რიცხავს თანხას პარტიაში, ისე რომ მას არცერთი ბიზნესი არ უფიქსირდება.
  • 55 000 ლარი "ქართულ ოცნებას" ჩაურიცხა მოქმედმამეზღვაურმა, დავით სიხარულიძემ. მის ფლობაში არცერთი კომპანია არ ფიქსირდება. გადარიცხვა სიხარულიძის შემთხვევაშიც  პირველადია. ოღონდ ერთი საინტერესო გარემოებაა. როგორც მისი ახლო მეგობრები ამბობენ სიხარულიძე წელიწადის სამ სეზონს გემზე ატარებს.  თუ ბატონი დათო ახლაც ზღვაშია, საინტერესოა ივნისში გადმორცხვა პარტიაში აჭარიდან განახორციელა თუ შორეული ნაოსნობიდან.
  • "ქართულ ოცნებაში" შემოწირულობა გადარიცხა დავით ნიკურაძემაც. ახლა ის ფოთის პორტში თევზსაჭერ გემზე მუშაობს. ნიკურაძეც პირველად რიცხავს "ოცნებაში" ფულს, ისე რომ არც ბიზნესი აქვს და დედამაც პირველად დღეს გაიგო ამის შესახებ.  მის მსგავსად პირველად გაიგო შვილის შემოწირულობის შესახებ გიორგი ჩანტლაძის დედამაც. გიორგი ყოფილი ბანკირი და "ნექსთ ჯგუფის" რიგითი ფინანსისტია. 40 000 ლარი ჩანტკაძემ "ქართულ ოცნებას" ისე ჩაურიცხა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არ უთქვამს. 

აჭარიდან ჩარიცხული მილიონი "ოცნებას"- თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები