ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის დედასთან - ივანიშვილების ყოფილი ექიმი აქამდე უთქმელ ამბებს ჰყვება
გიორგი ბაჩიაშვილის დედა "შაბათის ეთერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მის შვილზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
„ივანიშვილი რომ არ გაჩერდებოდა ზუსტად ვიცოდი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქმედება, რომელიც ხდება გიორგის მიმართ, ეს არის ბატონი ბიძინას პერსონალური დავალებით შესრულებული. მე არ ვიცი, ან საჭმელში ან სასმელში რას შეურევენ, რას მისცემენ, რას არა?! არაფერში დაცული არ ვარ! ძველ რომში გლადიატორის ბრძოლებს უყურებდნენ იმპერატორები, დარწმუნებული ვარ, (ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლასაც უყურებდა კამერით, ან ჩანაწერს, ან ლაივში. ალბათ, სიამოვნებას იღებს ამით.
ვიცი, რომ ჩემი შვილი საფრთხეშია, თუმცა არ ვიცი, რა გავაკეთო! - ამბობს მარინა რამაზაშვილი.
გამოცდილი მედიკოსი ეჭვობს, რომ 40 წლის ბიზნესმენზე განხორციელებულ თავდასხმას ბევრად უფრო შორსმიმავალი და ბოროტი გათვლები ჰქონდა.
გიორგი ბაჩიაშვილის დედა სასწრაფო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, შეძლება თავდამსხმელი მძიმე დაავადებების მატარებელი იყოს.
ნაკბენი, სისხლამდე წამებაა, მაგრამ მე არ ვიცი, რა დიაგნოზის მატარებელი იყო ის კაცი, რომელმაც უკბინა - რა დაავადება ჰქონდა: "შიდსი", "C ჰეპატიტი", იქნებ სპეციალყრადაც შეუგზავნეს ასეთი დაავადებით დაავადებული ადამიანი?! - ამბობს ექიმი.
- ცნობისთვის, "ვივა-მედის" სამედიცინო ცნობაში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, წერია, რომ დაკბენილი პაციენტის მდგომარეობა და კბენის შედეგად მიყენებული რბილი ქსოვილის დაზიანება იმ ხარისხის იყო, რომ მას ანტიტეტანური იმუნიზაცია ჩაუტარდა. ამას გარდა კლინიკამ რეკომენდაცია გასცა, რომ უკვე ციხეში ბაჩიაშვილს, მეორე აცრა, ანტირაბიული იმუნიზაციაც უნდა გაეკეთებინა.
მარინა რამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი არ გაჩერდება:
ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ან მოიწამლოს, წინასწარ ვაცხადებ - ამაში დამნაშავე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი იქნება დამნაშავე, რადგან მის გარეშე ჩემს შვილს თითს არავინ დააკავებს"- თქვა ბიზნესმენის დედამ მაკა ჩიხლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მარინა რამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილს ძალიან ახლოს იცნობს. მათი გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როცა ივანიშვილი ხალხის აღქმაში ჯერ კიდევ უჩინარი მეცენატი იყო, მამისთვის საუკეთესო ოფთალმოლოგს ეძებდა და მარინა რამაზაშვილს მიაკითხა. ამის შემდეგ წლებმა გაიარა და მარინა რამაზაშვილს ივანიშივლმა შვილების ჯანმრთელობაც ანდო.
შემდეგ იყო ივანიშვილის დედა, ციცინო დვალი, რომელთანაც ბაჩიაშვილის დედას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
გაიხსენოს, დედამისი რითი მოკვდა - დედამისს ინსულტი მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ბიძინაზე ტელევიზორში ვიღაცა ცუდს ლაპარაკობს, ეს ამბავი მათგან ვიცი...
დარწმუნებული ვარ, დედამისი დღეს ცოცხალი რომ იყოს, ბიძინა ამას არ გააკეთებდა, ის ქალი ამას არ დაუშვებდა. იქნებ დედამისი, ქალბატონი ციცინო დაესიზმროს და უთხრას: შვილო, რას შვები, რად გადაიქეცი, მე ადამიანად გაგზარდე, შენ კიდევ მონსტრი ხარ?! "- იხსენებს მარინა რამაზაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილის დედის თქმით, წლების განმავლობაში მარინა რამაზაშვილს ივანიშვილზე სულ სხვა რწმენა შეუქმენეს, ამბობს, რომ ის იყო მისთვის კეთილი საქმის კეთების სიმბოლო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის დედა, დარწმუნებულია, რომ გიორგის სამაგალითოდ და საჩვენებლად სჯიან, ამითბიძინა ივანიშვილი, ჯერ კიდევ მის გვერდით მდგომებს აჩვენებს, რომ არავის დანდობას აპირებს.
ბაჩიაშვილის დედა "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის "შემდეგი მსხვერპლია" და გიორგი ბაჩიაშვილზე უარეს დღეში აღმოჩნდება.
ყველაზე ახლობელ, ყველაზე სუფთა ადამიანს მე ასეთი რამ გავუკეთე, ვერცერთი რეალური საქმე ვერ აღვძარი მის წინააღმდეგ და თქვენ რას გიზამთ? - დარწმუნებული ვარ ყველა მისი გარემოცვის წევრის საქმე სადღაც თაროზეა შემოდებული და ნებისმიერ დროს გაიხსნება, როცა ეს ადამიანი მისთვის სასურველი აღარ იქნება.
კალაძე ხომ მისი შემდეგი მსხვერპლია და თუ იმ გარიგებაზე არ წავა, რასაც შესთავაზებენ გიორგიზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. გაუძლებს თუ არა, ეს არ ვიცი. ასევეა ნებისმიერი სხვა, დარწმუნებული ვარ, სამზარეულოში სულ სხვა რამეს საუბრობენ"- დასძენს პატიმრის დედა.
სასტიკად ნაცემი ბაჩიაშვილის დედა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძესაც მიმართავს:
ძალიან მინდა, ეკას მივმართო, ისიც 4 შვილის დედაა. როცა თავისი მეუღლის მხრიდან ასეთ უსამართლობას უყურებს, ნუთუ, სიბრალულის გრძნობა არ აქვს იმ დედების მიმართ, ვისი შვილებიც მისმა უსამართლო ქმარმა ციხეში გამოამწყვდია?! ნუთუ არ ეუბნება - გაჩერდი, რას შვები, როდემდე?! ღვთის სამართალი ყველას ეწევა და ის შეიძლება, ძალიან სასტიკი იყოს. მინდა, ყველა იმ დედის სახელით, რომლების შვილებიც დღეს ციხეში გამომწყვდეულები არიან, იმ დედების სახელით, ვინც ამ ამბავს შეეწირა, ვუთხრა მათ (ივანიშვილის ოჯახს) რომ დაფიქრდნენ - ისევ ადამიანებად იქცნენ. გაუშვით ჩვენი უდანაშაულო ბიჭები, დაანებეთ თავი ჩვენს ოჯახებს! მათი შვილები დღეს-დღეობით ოქროს გალიებში სხედან, უნდათ ასეთი ცხოვრება? მითხარით, რა არის ჩემზე დამოკიდებული - სიცოცხლე მაქვს და დაე, წაიღონ. დარწმუნებული ვარ, ეკას შვილიც ამ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, ისიც ასე იტყოდა, ჩემი სიცოცხლე, მისი სიცოცხლის ფასად! არა ეკა? - შენი ცოტნეს, გვანცას, ბერას, უტას გულისთვის არ გაიღებდი ყველაფერს?!"- მიმართა ხვედელიძეს ერთ დროს ივანიშვილებთან დაახლოებულმა ექიმმა.