თბილისში საპროტესტო მარში იმართება

19.07.25 20:07
თბილისში საპროტესტო მარში იმართება

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!” - თბილისში საპროტესტო მარში იმართება.

მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გადაადგილდებიან. 

მათი თქმით, აღიარებენ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. 

ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და სინდისის პატიმრების გათავსიუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში  234-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები