"ხარებას" გაყვნენ, ვინც წასასვლელი იყო წავიდა - გდდ-ის ახალი შეფის პირველი კომენტარი

19.07.25 20:46
"ხარებას" გაყვნენ, ვინც წასასვლელი იყო წავიდა - გდდ-ის ახალი შეფის პირველი კომენტარი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ თანამდებიდან ზვიად ხარაზიშვილის წასვლის შემდეგ, გდდ-ს თანამშრომლები ტოვებენ. 

"ხარებას" შემცვლელი ამბობს, რომ თავად არავინ გაუშვია და განცხადებები ყველმა თავისით დაწერა, თუმცა წასულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

"ხარებას გაყვნენ, ვინც წასასვლელი იყო წავიდა" - თქვა ქარცივაძემ "შაბათის ეთერთან", თუმცა ამტკიცებს, რომ "ხარებას" მისთვის დანაყოფი არ "ჩამოუშლია". 

მისი თქმით, "შაბათის ეთერმა" წასულები უნდა "დაკითხოს", იმ მიზეზებზე თუ რატომ გადაწყვიტეს სამსახურის დატოვება. გდდ-ის ახალი უფროსი ადასტურებს იმასაც, რომ ადამიანები, ვინც გათავსიუფლების ბრძანებას ხელი მოაწერეს, "მნიშვნელოვან" პოზიციაზე მუშაობდნენ. 

ვინც დატოვა (თანამდებობა)  ყველა მნიშვნელოვანი პიროვნებები იყვნენ...

"ხარება" ჩემი მეგობარია, აქიდან გამომდინარე, დატოვა და ჩამოიშალა, ასეთი რამე არ ყოფილა. ყველა თავისი ნებით წავიდნენ. სად წავიდნენ, ეს უკვე თქვენ გაარკვით" - თქვა გდდ-ის ახალმა შეფმა. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტ-გამომძიებელთა ოფისის ინფორმაციით, გადადგნენ არა მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეები, არამედ სისტემიდან წავიდნენ, სამმართველოს უფროსები. თანამდებობები დატოვეს სამმართველოების უფროსების მოადგილეებმაც - ეს ის ხალხია, ვინც ან დარბევებს გეგმავდა ან ადგილზე ხელმძღვანელობდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან  ზვიად ხარაზიშვილის გაშვების შემდეგ, გდდ-ის  პირადი შემადგენლობა 200-მდე სპეცრაზმელმა დატოვა.

ვის ჩააბარეს დარბევები? - ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები