გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არა ის ფარსი, რომელსაც "ოცნება" 4 ოქტომბერს გვპირდება - ზურაბ ჯაფარიძის ცოლი
"გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არა ის ფარსი, რომელსაც "ქართული ოცნება" 4 ოქტომბერს გვპირდება" - ამის შეახებ მუნიციპალური არჩევნების წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციაზე, პატიმრობაში მყოფი ზურა გირჩი ჯაფარიძის ცოლმა განაცხადა.
ნატა ქორიძის თქმით, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, უდიდესი შეცდომა და დანაშაულია:
ამასთან, პოლიტიკური პატიმრის მეუღლემ "ტვ პირველის" ეთერიდან პოლიტიკური პატიმრები გაამხნევა და პატიმრობაში მყოფი მეუღლეს მიმართა.
"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, მათ გვერზე ვართ. ამიტომ არის დღეს ამდენი ხალხი მოსული. ჩემს მეუღლესაც მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და აქ არის. მინდა, რომ გამხნევდეს - ჩვენ გვსურს ევროპა, ჩვენ გვსურს დემოკრატია. გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არა ის ფარსი, რომელსაც "ქართული ოცნება" 4 ოქტომბერს გვპირდება"- თქვა ნატა ქორიძემ.
„არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და მოქალაქეებმა თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ბოიკოტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.