გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

07.10.21 12:08
გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა.ფოთში, ოპოზიციის  მერობის საერთო  კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ  ინფორმაცია უგულავამ Facebook-ზე გაავრცელა.

"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში", - წერს გიგი უგულავა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები