არ არსებობს ისტორიაში შემთხვევა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას არალეგიტიმურად აღიარებდნენ - ბუტიკაშვილი
არ არსებობს ისტორიაში შემთხვევა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას არალეგიტიმურად აღიარებდნენ - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გორგი ბუტიკაშვილი ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ ახალ, თავისუფალ არჩევნებშია.
ევროპარლამენტის განცხადება უკვე ოფიციალური განცხადებაა, რომლითაც არალეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებას "ქართულ ოცნებას". მსგავსი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. არ არსებობს არც საქართველოს ისტორიაში და არც ზოგადად, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას აღიარებდნენ არალეგიტიმურად და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის გზაზე და ევროკავშირის გზაზე, რაც არის მათი მოთხოვნა, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ივანიშვილის გუნდს ამჯერად ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".
ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია".
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პარტიის მთავრობას არ აღიარებს.