საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ მსოფლიო მასშტაბით დადგება - გუგულაშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე

20.07.25 15:47
საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ მსოფლიო მასშტაბით დადგება - გუგულაშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე

ევროპარლამენტის ყოფილი მრჩეველი თამარ გუგულაშვილი  ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას საგანგაშოდ აფასებს.  მისი თქმით, ევროკავშირის ყველაზე დემოკრატიულმა ინსტიტუტმა - ევროპარლამენტმა, საკუთარი პოზიცია ასე მკაფიოდ და ოფიციალურად პირველად დააფიქსირა.

გუგულაშვილის თქმით, სანამ  მმართველობის ეს სტილი არ შეიცვლება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

გუგულაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროპარლამენტის ამ შეფასების შემდეგ საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებენ არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მსოფლიო ფინანსური თუ ანალიტიკური წრეებიც.

დღეს ეს არის კანდიდატის ქვეყნის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური შეფასების მოხსენება. და აქ არის მნიშვნელოვანი ეს გზავნილები, რომ ასე ჩაიწერა, ის რეზოლუციები ევროპარლამენტის აზრი და მიდგომა იყო, პოზიცია იმ პერიოდში და "ქართულ ოცნებას" შეიძლება, ჰქონოდა იმის შანსი, ფიქრობდა, ოცნებობდა, რომ ოდესმე ამ უმრავლესობას შეცვლიდა, მსგავს კრიტიკულ რეზოლუციებს აღარ მოვისმენდით. მაგრამ, დღეს, როდესაც ყველაზე უფრო დემოკრატიული ორგანო ევროკავშირის, ევროპარლამენტი, ასე მასობრივად, ასეთ მნიშნელოვან მოხსენებაში, სადაც განიხილავს პროგრესს ქვეყნის, რომელიც არის კანდიდატი, ამას ჩაწერს, ეს ნიშნავს "ქართული ოცნებისთვის", რომ არცერთი სხვა ევროპული ორგანო შემდეგ, ეს იქნება აღმასრულებელი კომისია თუ ლიდერთა საბჭო, ამ განცხადების იქით შორს ვეღარ წავლენ. შემდეგ ყველა ფინანსური თუ ანალიტიკური ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წაიკითხავს და საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობა დადგება ეჭვქვეშ არა მარტო ევროკავშირის მასშტაბით, არამედ მსოფლიო ინვესტორების და სხვა ქვეყნების მიერაც, - ამბობს თამარ გუგულაშვილი. 

ივანიშვილის გუნდს ამჯერად ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".

ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია".

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პარტიის მთავრობას არ აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები