უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება და მასთან დაკავშირებული რისკები - EU-ს მკაცრ განცხადებას "ოცნება" დუმილით პასუხობს
ევროპარლამენტის მკაცრ განცხადებას "ქართული ოცნება" დუმილით პასუხობს. ივანიშვილის გუნდის არცერთი წარმომადგენელი ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა და ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას კომენტარით არ გამოხმაურებია.
მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებას ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად გამოუცხადა. ევროკავშირის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქვეყნის კანონიერ მმართველად არ აღიქმება.
ევროპარლამენტი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, სანამ ქვეყანაში ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
გარდა ამისა, მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე შედეგებს მოიტანს იმ ონკოპაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას ევროკავშირის ქვეყნებში გადიან სპეციალური პროგრამებით.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.