საბურთალოს მე-17-ე უბანზე "ლელოს" ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა - 115 - ხოშტარია თბილისში ოქმების გაყალბებაზე

07.10.21 12:29
საბურთალოს მე-17-ე უბანზე "ლელოს" ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა - 115  - ხოშტარია თბილისში ოქმების გაყალბებაზე

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, თბილისში გაყალბების სქემაზე საუბრობს და ოქმების ხელახალი გადათვლის შედეგებს ასაჯაროებს. ხოშტარიას თქმით, ცესკო-ს ოქმებში ოპოზიციის კანდიდატებს ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდათ დაკლებული მაშინ, როცა თბილისისთვის თითოეული ხმა გადამწყვეტია. "დროამ"  200 უბნის ხელახალი გადათვლის მოთხოვნით განცხადება უკვე შეიტანა.

ერთი მანდატის გაყალბებაც კი "ქართული ოცნების" მხრიდან  საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიტაცოს თბილისელების ნება და მისთვის არაკუთვნილი უმრავლესობა მიიღოს.

ამ ვითარებაში "ლელოს" იმისთვის, რომ მიიღოს ერთი მანდატი, აკლია 0.6%,"გირჩს" რომ გაიყვანოს მეორე ადამიანი და იყოს კიდევ  ერთი მანდატი აკლია 0.7%, "დროას" იმისთვის რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი და ჰქონდეს მანდატი, აკლია 0.3%. ჩვენ გვქავს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს.

ჩვენ არაერთი ოქმი წარმოვადგინეთ, ერთი ოქმი მოხსნეს, მოიპარეს, მექანიკურად შეცვალეს, ლოტოტრონით გადათვლის შედეგად, ვაკის 72-ე უბანზე "დროას" სადაც ეწერა 0, აღმოჩნდა 20 ხმა; საბურთალოს 88-ე უბანზე, სადაც ეწერა 1, აღმოჩნდა 18 ხმა, იმავე უბანზე მოემატა ,,გირჩს" ხმა.

საბურთალოს მე-17 უბანზე "ლელოს" ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა. 115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული "ოცნების" მხრიდან", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

 

მსგავსი სიახლეები