პუტინის განკარგულება: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში რუსულ პასპორტებს არიგებენ - ბოჭორიშილის უწყება დუმს

21.07.25 12:09
პუტინის განკარგულება: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში რუსულ პასპორტებს არიგებენ - ბოჭორიშილის უწყება დუმს

პუტინის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთში და ოსეთში რუსეთის მოქალაქეობას და პასპორტებს არიგებენ. რუსეთის პეზიდენტის განკარგულება 17 ივლისით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალაში უკვე შევიდა 2028 წლის აგვისტომდე იმოქმედებს. 

ბრაძნების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებულად, ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლის გარეშე, ადგილზე შეეძლებათ.

ამ ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტოს ფორმალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებია, რომელიც პუტინის ამ ქმედებას დაგმობდა.

ოპოზიცია იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, ოკუპირებულ რეგიონებში რუსულ პასპორტიზაციას მოჰყვეს. 

ვხედავთ, ძალიან სამწუხარო ვითარებას, როდესაც ხდება საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია და ამავდროულად, რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს ხდება რუსული პასორტიზაციით. თქვენ იცით, რუსულ პასპორტიზაციას შემდეგ როგორი საფრთხეები მოჰყვება. შემდეგ უკვე ხდება ე.წ. დაცვა საკუთარი მოქალაქეების და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს გადაიზრდება ხოლმე საომარ ვითარებაში. ამიტომაც არის უმძიმესი მდგომარეობა. საჭიროა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო გამოხმაურება, საჭიოა ჟენევის ფორმატში ამ საკითხის დასმა თანათავმჯდომარეებთან, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილებაზე ბოჭორიშვილის უწყების დუმილი არ უკვირს. პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" გეგმაზომიერად აქრობს მსოფლიოს დღის წესრიგიდან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საკითხს.

მე ის უფრო გამივირდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე იყო საუბარი და ამას არ მისცეს ხმა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აქრობს მსოფლიოს დღის წესრიგიდან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საკითხს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი. გასაკვირი არის ის, რომ ჩვენ, ქართელებს გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ოგორც აფხაზეთი, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სამცაბლო, - ამბობს ლევან სანიკიძე.  

მსგავსი სიახლეები