სანიკიძე: საქართველოს ე.წ ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პუტინის გადაწყვეტილებას არავინ გამოხმაურებია
“საქართველოს ე.წ ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პუტინის გადაწყვეტილებას არავინ გამოხმაურებია.” - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
- პუტინის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთში და ოსეთში რუსეთის მოქალაქეობას და პასპორტებს არიგებენ. რუსეთის პეზიდენტის განკარგულება 17 ივლისით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალაში უკვე შევიდა 2028 წლის აგვისტომდე იმოქმედებს.
მე ის უფრო გამიკვირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა - აცხდებს ლევან სანიკიძე.
“მე ის უფრო გამიკვირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის უკან წაღებაზე იყო საუბარი და ამას არ მისვეს ხმა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აქრობს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხს, აქედან გამომდინარე რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი, გასაკვირია ის, რომ ჩვენ ქართველებს გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ფეხებზე კიდია როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი,რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.