“მიმდინარე საქმე 7 ნოემბერზე სააკაშვილის წინააღმდეგ არის სადამსჯელო ოპერაცია" - ლევან სანიკიძე

21.07.25 12:22
“მიმდინარე საქმე 7 ნოემბერზე სააკაშვილის წინააღმდეგ არის სადამსჯელო ოპერაცია" - ლევან სანიკიძე

“მიმდინარე საქმე 7 ნოემბერზე სააკაშვილის წინააღმდეგ არის სადამსჯელო ოპერაცია", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა

მისი თქმით, "ოცნების” მთავარი სამიზნე კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია“.

“მას შემდეგ რაც “ოცნება” კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნადირობა “ნაციონალური მოძრაობის” და მის ისტორიაზე, “ვარდების რევოლუციის” გადაწერაა მათი სრული მიზანი, მონაპოვრის ბოლომდე ნიველირება. საერთოდ არ არია გასაკვირი, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით საქმე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რომელსაც იძიებს სანქცირებული სასამართლო, არის კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. 5 აგვისტოს
ველოდებით, რომ ქართულ მხარეს გაამტყუნებენ 2008 წლის ომში, მიხეილ სააკაშვილს აღუძრავენ დამატებით საქმეებს პროკურატურაში, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია, რომ ყველაზე მეტად რომელი ოპოზიციური პარტიის და რომელი ლიდერის მიმართაც აქვთ შიში, მის მიმართ აგრძელებენ აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები