სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

21.07.25 12:40
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"ოცნების" მაღალჩინოსნები უარყოფენ “რუსობას” - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალური ქსელით პასუხობს. 

არც პუტინი, არც კავშირები, არც რუსული რეპრესიული მეთოდები, ყველაფერი მოგვეჩვენა! - ირონიით აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. 

საინტერესო სიახლე : "ოცნების" მაღალჩინოსნები უარყოფენ “რუსობას” …საიდან მოიტანეთო? არც კანონები, არც კავშირები, არც იგივე პროპაგანდისტული თემები, არც პუტინის, ლავროვის, პესკოვის და სიმონიანის ოცნების პოლიტიკის შექება, არც რუსული რეპრესიული მეთოდები, არც რუსეთზე რეორიენტირებული ბაზარი, არც … არც… ყველაფერი მოგვეჩვენა ! ყოფილან უაღრესად და ფარულად პროდასავლურები… 
მოგვეჩვენა!, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე ფაქტებს ითხოვს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ოცნების" პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, ანალოგიური ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, თუმცა, კობახიძის მტკიცებით, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია. 

 

მსგავსი სიახლეები