"ოცნება" მარტივ მანიპულაციას ეწევა - სანიკიძე კობახიძის განცხადებაზე
"ოცნება" მარტივ მანიპულაციას ეწევა, - ასე აფასებს "ეთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ირაკლი კობახიძის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდმა აშ-ში დამკვიდრებული ტერმინი გადმოიღო და ახლა ამით სათავისოდ მანიპულირებს.
"ქართული ოცნება" ეწევა მარტივ მანიპულაციას. არსებობს კონკრეტული ტერმინი აშშ-ში, ეს ტერმინი მათ აქვთ გადმოღებული და ყველა ბრუნვაში აბრუნებენ, რომ იქნებ რაღაცნაირად ქოთანს აქეთა თუ იქითა მხრიდან მოაბან სახელური და არავითარ კავშირში არ არის. თუკი მთელი დედამიწა "ქართულ ოცნებას" აფასებს როგორც ქართველი ხალხის მიმართ მოღალატეობრივი ნაბიჯების გადამდგმელ პარტიად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას მოსწონს და მხოლოდ და მხოლოდ ლავროს და ზახაროვას შექებას იმსახურებს, საზოგადოებისთვის მიმინდია სეფასება, - ამბობს ლევან სანიკიძე.
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე ფაქტებს ითხოვს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ოცნების" პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, ანალოგიური ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, თუმცა, კობახიძის მტკიცებით, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია.