"ოცნება" ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხის სხვა თემებით გადაფარვას ცდილობს - ტატა ხვედელიანი

21.07.25 14:07
"ოცნება" ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხის სხვა თემებით გადაფარვას ცდილობს - ტატა ხვედელიანი

გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვლედიანი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ახლა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხის სხვა საკითხებით გადაფარვას ცდილობს. საქმე ეხება ირალი კობახიძის მიე დღეს გავრცელებულ წერილს, სადაც ის ივანიშვილის პრორუსობაზე ფაქტებს ითხოვს და ამტკიცებს, რომ "რუსული იარლიყების მიწებება დიფ სთეითის ხელწერაა". 

პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი თავად "ქართული ოცნების" ამომჩევლებისთვისაც მტკივნეული თემაა და ეს ივანიშვილის გუნდმაც კაგად იცის. 

ცდილობენ, საკუთარი უსუსურობით შემოიტანონ სასაუბრო თემად მშვიდობის თემა, ომის თემა, დიფ სთეითი ისევ თავიდან. დაიწყეს წერილების წერა ასევე და ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა საკითხებზე იქიდან გამომდინარე, რომ უდიდესი პრობლემა "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის დღესდღეობით არის ის, რომ "ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა არ მოხდეს და თმობს ვიზალიბერალიზაციის უდიდეს მონაპოვარს, - ამბობს ტატა ხვლედიანი. 

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე ფაქტებს ითხოვს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ოცნების" პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, ანალოგიური ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, თუმცა, კობახიძის მტკიცებით, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია. 

 

მსგავსი სიახლეები