"ოცნებაში" აღიარეს, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

21.07.25 20:24
"ოცნებაში" აღიარეს, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

"ქართულმა ოცნებამ", დღეს, მათივე აგორებული კამპანია უარყო და დაადასტურა, რომ საქართველოში კაცების კაცებზე ქორწინებას არავინ ითხოვს. "ქართლი ოცნების" პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, "პირველების" კითხვაზე პასუხისას ამბობს, რომ არსად უნახავს, რომ საქართველოში ვინმეს ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მოეთხოვოს. 

"ქართული ოცნების" ახალი კამპანია, ევროკავშირის წინააღმდეგ დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპარლამენტმა ივანიშვილის გუნდი არალეგიტიმურად გამოაცხადა. ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ დაწერა, რომ ვიდრე ეს ძალა ხელისუფლებაში იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ უწერა. ევროპის აზრით, ახლა, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნებია. "ქართული ოცნება" ამის საპასუხოდ გამოგონილი ამბებით ცდილობს ევროკავშირი ქართველი ხალხის თვალში "გააშავოს", "ოცნება" აღარ ამბობს, რომ ევროპა ქართველ კაცებს კაცებზე დაქორწინებას აძალებს. ახლა, დღის წესრიგში ხალხის ომით დაშინება დაბრუნდა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები