გახარია "ოცნებას" და ,,ენმ"-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

07.10.21 13:06
გახარია "ოცნებას" და ,,ენმ"-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას, შეთავაზება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" - ექსპრემიერი პოლიტიკურ პარტიებს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია, სამმხრივი, მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს. 

გახარიამ ხელისუფლება და ოპოზიცია მასთან კონსპირაციული შეხვედრის მცდელობაში დაადანაშაულა. უფრო კონკრეტულად, როგორც პარტიის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა,  „ქართული ოცნება”, და „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.

გთავაზობთ სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომ საკრებულოები იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული. უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მიღებულ ნებისმიერ კანდიდატურას"- აცხადებს გახარია და იქვე ხაზს უსვამს, რომ ფარული მოლაპარაკებების წინააღმდეგია.

ამასთან, გახარია ხაზგასმით ამბობს, რომ არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნას არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები