საკანში ნაცემი ბაჩიაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლომ დაუდგენელი ვადით გადაიდო

21.07.25 20:14
საკანში ნაცემი ბაჩიაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლომ დაუდგენელი ვადით გადაიდო

პენიტენციურმა სამსახურმა სასტიკად ნაცემი ბაჩიაშვილის სასამართლოში მიყვანა ვერ გაბედა. რამდნეიმე საათის შუალედში ბოტკოინების საქმეზე სააპელციო პროცესი ჯერ ჩანიშნეს, შემდეგ კი გააუქმეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ამ საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში სწორედ მოსამართლე გელაშვილის ეს განაჩენია გასაჩივრენული. წესით, მოსამართლეთა კოლეგიას ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის სააპელაციო სარჩელის განხილვა 24 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა ფორმალური მიზეზით, სასამართლო სხდომა დაუდგენელი ვადით გადაიდო. 

პენტიტენციური სამსახური ამ დრომდე არ ასაჯაროვებს ბაჩიაშვილზე ანგარიშსწორების საქმის შუალედური გამოძიების შედეგებს. 11 ივლისს მომხდარი თავდასხმის საქმეზე, უცნობია გამოკითხა თუ არა გლდანის ციხის, საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას საკუთარი თვალით უყურებდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. 

სამოხელეო დანაშაულში, 35 წლის არჩილ ბათხაძე ჯერ გიორგი ბაჩიაშვილმა, შემდეგ კი სინდიდის პატიმარმა რეზო კიკნაძემ ამხილა. ბათხაძე, დღეს, "პირველების" კამერას დაემალა. ის ვერც სამსახურში ვიპოვეთ და ვერც მისი საცხოვრელებელი სახლის რეგისტრაციის მისამართზე. არადა ცვლის უფროსთან ერთადერთი კითხვა გვქონდა - გამოკითხა თუ არა ის იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ?

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები