პეტრე ცისკარიშვილი: "ოცნებას" გარიგება აქვთ ე.წ. შავ სამყაროსთან

21.07.25 21:39
პეტრე ცისკარიშვილი: "ოცნებას" გარიგება აქვთ ე.წ. შავ სამყაროსთან

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ქვეყანაში კრიმინალთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული გარემო იმის შედეგია, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. შავ სამყაროსთანაა გარიგებული. 

მისი თქმით, ეს ხალხი ერთგვარ იმუნიტეტს გრძნობს. 

პირველი, რაც მოჰყვება 2013 წლიდან დაწყებული, ამათ ["ქართულ ოცნებას"] გარიგება აქვთ ე.წ. შავ სამყაროსთან, კრიმინალები, რომლებიც სუს-თან არიან შეზრდილები, პრაქტიკულად, ნასეტკებად არიან ქცეულები მათ საქმეს აკეთებენ და ხელისუფლებას ინაწილებენ. შესაბამისად ეს ხალხი, აქეთ მხარეს ვინც არის გრძნობ ერთგვარ იმუნიტეტს და ფიქრობს, რომ მე თუ მოვაგებინე არჩევნები და ხელი შეუწყვე, რომ ძალაუფლებაში იყვნენ, მეც შესაბამისი ხელისუფლების ტიპის ბერკეტები გამაჩნია, რომ როგორც მინიმუმ იმუნიტეტი მქონდეს იმ საქმეზე, რასაც მე ვემსახურები - კრიმინალი, რეკეტი, დარბევა, ყაჩაღობა და ა.შ.." - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები