ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - რა განწყობებია ბრიუსელში

21.07.25 22:38
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - რა განწყობებია ბრიუსელში

რა ბედი ელის ვიზალიბერალიზავიას - რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ბრიუსელის განწყობაზე წერს. 

"ვიზალიბერალიზაციის შეჩერება წევრ სახელმწიფოებში არაპოპულარულია," - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი თავის სტატიაში წერს

იოზვიაკი აღნიშნავს, რომ დაახლოებით რვა წევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოსახლობას დარტყმას მიაყენებდა და შესაბამისად, არაპროპორციული იქნებოდა. 

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება წევრ სახელმწიფოებში უნივერსალურად პოპულარული არ არის და ცხადი გახდა, რომ ის უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

დაახლოებით რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგი იყო და განაცხადა, რომ ეს დარტყმას მიაყენებდა საქართველოს მოსახლეობას და შესაბამისად, არაპროპორციული იქნებოდა.

კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად ყოფილიყვნენ რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ თბილისმა არ დააკმაყოფილა უვიზო რეჟიმის რვა კრიტერიუმი, რომლებიც ევროკომისიამ 2024 წლის დეკემბერში წარმოადგინა ანგარიშში," - წერია სტატიაში. 

ამასთან რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით "რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს".

თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?" - წერს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები