"უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებისთვის კატასტროფა იქნება" - ბუტიკაშვილი

22.07.25 11:36
"უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებისთვის კატასტროფა იქნება" - ბუტიკაშვილი

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოჰყვება. პოლიტიკოსის თქმით, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ამას "ქართული ოცნება" წარმოაჩენს, რადგან საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ეს "კატასტროფა" იქნება. 

მოქალაქეებისთვის ეს არის კატასტროფული ნაბიჯი, რასაც "ქართული ოცნება" დგამს, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე მინდა, გავახსენო საზოგადოებას, რამდენი დღე გვიწევდა რიგში დგომა, რეგისტრაცია იმისთვის, რომ ჩენ მოგვენახულებინა ჩვენი ოჯახის წევრები, ვინც 90-იანი წლებიდან ევროპაშია წასული, იქ მუშაობს დაიქიდან აცოცხლებს საქართველოში ოჯახებს. რამდენი სტუდენტი წავიდა ევროპაში პრორგამებზე მატივად, რამდენმა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანმა შეძლო სწრაფი გადაადგილება ევროპაში და ფიზიკურად, სიცოცხლე გადაირჩინა, იმიტომ, რომ რიგში არ მოუწია ჩადგომა. ეს არ არის მხოლოდ "ვიზებს ავიღებთ და წავალთ", როგოც ამარტივებს ამას "ქართული ოცნება", - ამბობს ბუტიკაშვილი. 

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 

მსგავსი სიახლეები