"ოცნება" ცდილობს, დამალოს კორუფცია და დანაშაულები პრესის ჩახშობით" - ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ჰელსინკის კომისია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. კომისიის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს კორუფცია და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილიო დანაშაულები თავისუფალი პრესის ჩახშობით დამალოს.
ჰელსინკის კომისია განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ოცნება" მზია ამაღლობელის გაჩუმებას ცდილობს.
"ქართული ოცნება" ცდილობს დამალოს კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, წინა სასამართლო პატიმრობაში იმყოფება," - წერს ჰელსინკის კომისია.