"დავით მატიაშვილმა ტელეფონი წამართვა, წამიშალა ვიდეო" - ზურა ვარდიაშვილი მანდატურის ოთახში შეათრიეს

22.07.25 13:13
"დავით მატიაშვილმა ტელეფონი წამართვა, წამიშალა ვიდეო" - ზურა ვარდიაშვილი მანდატურის ოთახში შეათრიეს

 

 

ხმაური საქალაქო სასამართლოში - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, გამოცემა "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი,  ზურა ვარდიაშვილს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მანდატურების სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი დაუპირისპირდა. 

სამოქალაქო აქტივისტი ანა ყურაშვილი წერს, რომ ჟურნალისტი მანდატურების ოთახში "შეათრიეს.  

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენელს მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი ტელეფონს ართმევდა.

თავად ვარდიაშვილიც ამბობს, რომ მატიაშვილმა ის მანდატურების ოთახში შეათრია და პირადობის მოწმობა ჩამოართვა. 

"პუბლიკას" მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ მანდატურების ხელმძღვანელის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ის „ახალის" წევრის, ნოდარ ჩაჩანიძესთან მომხდარი დაპირისპირების გადაღებას, სასამართლოს ეზოში შეეცადა. 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გადაღება მას სასამართლოს შენობაში არ დამიწყია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მანდატურმა ჩაჩანიძე გარეთ გააგდო, თავიდან "ამოუვარდა" რომ გადაღება ეზოშიც აკრძალულია. 

ზურა ვარდიაშვილს პირადობის მოწმობა უკვე დაუბრუნეს და მანდატურის ოთახიდანაც გაათავისუფლეს. 

ნერვებმა უმტყუნა, მეტი არაფერი. ვიდექით იმ წითელ ბარიერთან, რომელიც ყოფს დანარჩენ სასამართლოს და მე-15 დარბაზს, სადაც გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს და იქ იყო ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც სკამზე იჯდა, მივიდნენ მასთან მანდატურები და ეუბნებოდნენ, ადექი აქედანო. ნდოარმა უთხრა, რის საფუძველზე მეუბნებით, ჩემთვსი სკამზე ვზივარ სასამართლო დარბაზშიო. ამაზე მოვიდა ეს მატიაშვილი, როგორც იცის ხოლმე, იყვირა, შეურაცხყოფა მიაყენა ნოდარს, პროვოკაცია წამოვიდა, როგორც აკეთებს ხოლმე, სტაცეს ნოდარს ხელი და მიათრევდნენ. მე მახსოვდა, რომ "ქოცებს" აკრძალული აქვთ სასამართლოში გადაღება, თუმცა თავიდან ამომივარდა, რომ ამ კანონში ზედ მიაყოლეს ეზოც. გავედი და გადავიღე, როგორ აგდებნენ ნოდარ ჩაჩანიძეს, როგორ კრავდნენ ხელს და ისროდნენ სასამართლოდან, ეს დაინახა მატიაშვილმა და მე მეცა მერე. ეზოდან მტაცა ხელი, ტელეფონი წამართვა, წაშალა ვიდეო. დარბაზში დამიყვანეს, განსაკუთრებით აღელდა და ნერვები მოშლა იმის გამო, რომ მე ვუღიმოდი მას. გამომართვა პირადობა, ჩაიწერა დიდი ამბით, კანონის წინაშე აგებ პასუხსო, ასეთ რაღაცებს მეუბნებოდა, თვითონაც კარგად იცის, რომ ვიდეოს გადაღებაზე სანქცია არ წერია კანონში, მაშინებდა თავისი ჭკუით", - აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. 

ფოტო: არქივი

მსგავსი სიახლეები