ირაკლი კობახიძე ბოდავს - ემიგრანტების პასუხი
ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქვეყანაში მიგრაციას შეამცირებს, ემიგრანტები ეხმიანებიან და ამ კომენტარს "სამარცხვინოდ" აფასებენ.
ადამიანები, რომებმაც საქართველო უკიდურესი გაჭირვების გამო დატოვეს ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ისინი თავიანთი ოჯახის წევრების ნახვას ისევ წლები ვერ შეძლებენ და ვერც ქვეყანაში დაბრუნდებიან.
ემიგრანტები ირაკლი კობახიძეს ეკითხებიან - რას სთავაზობს ის მათ მაშინ, როდესაც საქართველოში დაბრუნება უმუშევრობას და გაჭირვებას ნიშნავს.
ემიგრანტების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა მიტაცებული აქვს და საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ არსებობს და დღეს, საქართველოში რეალიზება გამორიცხულია.
ემიგრაცია არ უყვარს დღევანდელ ხელისუფალს. ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება, ამ წუთში, საქართველოში თუ ვირაცის ვიღაცა არ ხარ, არის საშინელი ნეპოტიზმი, ყველამ ვიცით და კორუფცია.
ვერ ვითარდება, ნიჭიერება, შრომა დაუფასებელია და სასაცილო0ა, მასხრად ასაგდებია შრომა, მაშინ როცა ქვეყანას, ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს მართავენ მილიონერები და პედესტალიდან ჭკუას გვარიგებენ, რომ - იცი რა არის, ჩვენ პატრიოტები ვართ - პატრიოტობა არ არის ფული მოიპარო ბიუჯეტიდან, მოპარო შენ ხალხს და მერე ზემოდან ესაუბრო ამ ხალხს.
ის რაც ჩვენ აქ მივიღეთ, ჩვენ მიმღებ ქვეყნებში, რაც დავიახეთ როგორ დაფასდა, ჩვენი შრომა ფასდება და რანაირადაც შევძელით შევმდგარიყავით, რეალიზება მოგვეხდინა ჩვენი თავის - გამორიცხულია, დღეს, საქართველოში იმიტომ, რომ სამართალი მანდ არ არის, სამუშაო ადგილები მანდ არ არის, ყველაფერი მიკერძოებული და მიტაცებულია, ქვეყანა მიტაცებული აქვთ ფაქტობრივად," - აცხადებს ემიგრანტი.
საზღვარგარეთ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ამბობს, რომ ემიგრაციას გაზრდის არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ჩაკეტვა.
ირაკლი კობახიძემ მორიგი ბოდვა შესთავაზა საზოგადოებას. მის მხარდამჭერებს ელაპარაკება უმეტესწილად, ალბათ. ემიგრაციაში, ბუნებრივია, ადამიანები მიდიან უკეთესი სამუშაო პირობების საძებნელად, უმეტეს პირობებში მთავარი მიზეზი ეს არის, თუმცა ასევე ჯანდაცვის, სწავლის და სხვა მიზეზები აქვთ ადამიანებს.
ემიგრაციას გაზრდის არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ჩაკეტვა, რისკენაც მიჰყავს ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" საქართველო.
ისინი ადამიანებს ეპყრობიან, როგორც მოჯამაგირეებს და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. მათ საერთოდ არ ანაღვლებთ ის ოჯახი, რომლებსაც ემიგრანტები ეხმარებიან, თუნდაც მეგობრებს და საერთოდ ქართველის ბედ-იღბალი მათ არ ანაღვლებთ," - აღნიშნავს ემიგრანტი.