ეს არაქრისტიანული ქმედებაა - საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

07.10.21 14:32
ეს  არაქრისტიანული ქმედებაა - საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"ეს არის არაქრისტიანული ქმედება", - საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და უწმინდესის დალოცვა გადასცა.

დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება"
, - აღნიშნულია  საპატრიარქოს განცხადებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში წერს, რომ მამ მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა, "ტვ პირველის" კორესპოდენტი ციხიდან გვატყობინებს, რომ პატრიარქის მდივანი ამ დრომდე, პენიტენციურ დაწესებულების მოსაცდელში ელოდება სააკაშვილთან შესვლის ნებართვას. 

მსგავსი სიახლეები