რეპრესიების ახალი ფორმაა - ელენე ხოშტარია ყადაღაზე
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტია "დროას" და მისი პირადი ანგარიში, აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, 2021 წლის არჩევნებზე საჩივრის შეტანისას ბაჟის არ გდახდის გამო დააყადაღეს.
ხოშტარიას განცხადებით, ეს რეპრესიის ერთ-ერთი ფორმაა, პარტიისა და მის პირად ანგარიშს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. პოლიტიკოს "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ამბობს, რომ იმედი არ ჰქონდეთ, რომ ანგარიშების ყადაღით რამეს გაურთულებენ.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ არცერთ ჯარიმას არ გადაიხდის, არცერთ სასამართლო სხდომაზე და არცერთ დაკითხვაზე არ მივა.
ჩემი პირადი და პარტიის ანგარიშები ზუსტად, წამიერად მოვიდა მესიჯი და დაყადაღდა. რა თქმა უნდა, ამ ორს შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს, თუმცა ჩვენ მივიღეთ ძალიან სასაცილო განმარტება, რომ 2021 წლის არჩევნებზე საჩივრის შეტანისას ბაჟი არ გადაგვიხდია თურმე და ამის გამო დააყადაღეს დღეს, 2025 წელს პარტიის ანგარიში და ზუსტად იმავდროულად ჩემი პირადი ანგარიში.
გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა პირდაპირ მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", "რუსულ ოცნებას" არცერთ ჯარიმას არ გადავიხდი, არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მივალ, არცერთ დაკითხვაზე არ მივალ და არცერთ მათ უკანონო გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები ამიტომ შეუძლიათ აყადაღონ, ხსნან და კეტონ. ეს არ შეცვლის აბსოლუტურად არაფერს.
ძალიან მოსალოდნელი იყო. ადამიანები ციხეში სხედან, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, რა დაყადაღებაზეა ლაპარაკი, ამ ტიპის რუსულ ქვეყანაში ეს ყოველთვის ასე ხდება. ფინანსური რესურსი მათ აწუხებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები, უამრავ აქციას ვაკეთებთ, კიდე გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, მათ ჰგონიათ, რომ ამ გზით რაღაცას გაგვირთულებენ," - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, "დროას" და ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშების დაყადაღების შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერტმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ თავად დაწერა.