"ქოცები" ცოტა ჩაფსმულები არიან" - ალეკო ელისაშვილი

22.07.25 14:36
"ქოცები" ცოტა ჩაფსმულები არიან" - ალეკო ელისაშვილი

 

 

ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 8 სექსტემბრისთვის ჩანიშნა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ საქმის განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება. ოპოზიციონერს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ იმ მოწმეების გადაბირება და ხელახლა დაკითხვა მოითხოვოს, რომლებმაც, ელისაშვილსი თქმით, ჩვენება ბრალდების მხარის წინააღმდეგ მისცეს.

  • კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრს  გამოძიება "ქართულ ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით ცემას ედავება. ეს მიხლი კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებას" ახლა კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერის დაჭერა არ აწყობდეს და მაგიტომ გადავადდა თვენახევრით საქმის განხილვა. 

"ცოტა ჩაფსმულები არიან, როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ, ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ჩანს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ" - ამბობს ელისაშვილი. 

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე. უცებ, შუა მსვლელობის დროს შეცვალეს მოსამართლე და უნდათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. მათ შორის, წინა სხდომაზე, ბრალდების ორივე მოწმემ აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენებები მისცა სასამართლოს. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ და ეჭვი გვაქვს, რომ ამ მოწმეების ხელახლა დაკითხვა უნდათ, მათზე შეიძლება ზეწოლა იყოს. ფაქტია, რომ ძალიან უცნაურად მიოდის პროცესი და ძალიან უცნაურ პაუზებს იღებენ. 8 სექტემბრისთვის გადადეს სხდომა. ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები", ცოტა ჩაფსმულები და მაგიტომაა ახლა, უცებ რომ დამიჭირონ, მაშინ როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, იქით, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ, მოკლედ ამ პოლიტიკურ კონტექსტში არის ეს, როგორც ჩანს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

დაიკითებიან თუ არა იგივე მოწმეები სასაამრთლოზე, რომლებმაც ჩვენება უკვე მისცეს? - ეს კითხვა "პირველებმა" საქმის პროკურორს დაუსვა. ზვიად გუბელაძე ირწმუნება, რომ პროკურატურას დაკითხულ მოწმეებთან კითხვები აღარ აქვს. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიტიკოსი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავსუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები