კალაძის აღიარება - რა თქვა ვიზალიბერალიზაციაზე თბილისის მერმა
კობახიძისგან განსხვავებით, კალაძე უვოზო მიმოსვლებს შორის სხვაობას მხოლოდ მოქალაქეების რიგში დგომაში არ ხედავს. კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებს აღიარებს, თუმცა პასუხისმგებლობას მის შესაძლო გაუქმებაზე, მაინც ევროკავშირს აკისრებს.
"ოცნების" გენერალური მდივანი ისევ ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს აშანტაჟებს.
დღეს ქათველ ხალხს და საქართველოს აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის ჩახსნით. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ცუდი. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არის, უნდა, ჩავიდეს ბრიუსელში და მოისმინოს არგუმენტები, თუ რა არის პრობლემა და აღნიშნული კანონები, რაზეც იყო საუბარი, რატომ წარმოადგენს პობლემას. ეს არის, უბრალოდ, ზეწოლა, - ამბობს კალაძე.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რას ითხოვს ევროკავშირი "ოცნებისგან".
ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია განურჩევლად ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა, სასრწმუნოებისა, სექსუალური შეხედულებებისა. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ უმძიმესია, როდესაც ხდებოდა კონკრეტული სპეცრაზმელის მხრიდან ძალის გადამეტება. ძალიან მძიმე კადრები იყო სანახავად და არ ვიცი, ნებისმიერი სარად მოაზროვნე ადამიანი ამას შეაფასებს როგორც უმძიმესს და არასასურველს.
მაგრამ, მეორე მხარეს ნახეთ, როგორი პროპაგანდა გაქვთ. რომ ეს არაფერი არ არის, როგორ შეიძლება, ერთ-ეთი მათგანი ცოცხალ ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, შეიწყალეთ და მთელი კამპანია გქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ გმირად გამოგეყვანათ. აი, ეს არის პრობლემა, - ამბობს კალაძე.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ამ ფონზე კი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქვეყანაში მიგრაციას შეამცირებს.