პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში ინაცვლებს - ,,ენმ" აქციებს აანონსებს

07.10.21 15:07
პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში ინაცვლებს - ,,ენმ" აქციებს აანონსებს

პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში ინაცვლებს - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაპატიმრების გამო "ნაციონალური მოძრაობა" ყველა დიდ ქალაქში აქციებს აანონსებს.

ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. შეკრებას დაესწრებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ სასწრაფოდ მივიღოთ გადაწყვეტილება ორ საკითხზე - უთხრა მედიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე. 

პოლიტსაბჭო ასევე იმსჯელებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხზეც.

ვიმსჯელებთ ოპოზიციასთან კოორდინირების საკითხზე მეორე ტურთან დაკავშირებით და ასევე იქნება სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მთავარი ამოცანაა, რომ შევატყობინოთ მთელ მსოფლიოს, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მის სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე და გამოყენებულ იქნას ყველა ბერკეტი, იქნება ეს შიდა თუ საგარეო ზეწოლა, რათა მიხეილ სააკაშვილმა დროულად დატოვოს საპყრობილე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები