კალაძე ადასტურებს, რომ ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა ეკონომიკური მდგომარეობის გამო უწევთ
"ოცნების" პრემიერისგან განსხვავებით, კახა კალაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ ადამიანებს სამუშაოდ საზღვარგარეთ წასლა არ უწევდეთ.
ამასთან, "ოცნების" გენერალური მდივანი მაინც ამტკიცებს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მისი სურვილია, რომ ეს ფაქტორი ქვეყანასი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
ბევრი ადამიანი მიდის. ევროპულ ქვეყნებში ისინი უფრო განვითარებულები არიან, უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვთ და ჩვენი მიზანი რა არის? რომ დავეწიოთ და თუნდაც გავუსწროთ ევროპულ ეკონომიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მიმართულია იმისკენ, რომ პირველი - შენარჩუნებული იყოს მშვიდობა.
მე გამიხადება ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან . მათ შევუქმნათ ისეთი პირობები და ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდნენ და არა სამუშაოდ.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ამ ფონზე კი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქვეყანაში მიგრაციას შეამცირებს.