ფინანსური ტერორით ვერ შეგვაშინებთ! - პროდასავლური ოპოზიციის პასუხი "ოცნებას"

22.07.25 16:07
ფინანსური ტერორით ვერ შეგვაშინებთ! - პროდასავლური ოპოზიციის პასუხი "ოცნებას"

პარტია "დროას" და მისი ლიდერის პირადი ანგარიშების დაყადაღებას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანშვილის მცდელობა, დააშინოს და ყადაღით გააჩეროს ისინი, სასაცილოა. 

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, "სასაცილოა ივანიშვილის ფიქრები, რომე ელენე ხოშტარია და პარტია "დროა" შეიძლება 50-ლარიანი ყადაღის ქვითრებით შეაჩეროს". 

"სასაცილოდ გამოიყურება ივანიშვილის ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ ან ელენე ხოშტარია, ან პარტია "დროა" შეიძლება შეაჩერო 50-ლარიანი ყადაღის ქვითრით. 

რამდენი ყადაღის ქვითარიც უნდათ იმდენი შეუძლიათ დაწერონ. რა რეპრესიული ზომებიც მათ თავში მოიხარშება შეუძლიათ ყველაფერი სისრულეში მოიყვანონ. ამ პროცესს აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის ივანიშვილის ჩამოშლა და ხალხის გამარჯვება," - აცხადებს საბა ბუაძე. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ნიკა ფარულავას განცხადებით, "დროას" ანგარიშების დაყადაღება იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ბოლო პერიოდში "განსაკუთრებით ინტენსიურად ვუყურებთ". მისი თქმით, მაშინ, როდესაც კოალიციის სამი ლიდერი ციხეშია ანგარიშების დაყადაღება არაფერს ნიშნავს. 

"დროას" ანგარიშების დაყადაღება სინამდვიოლეში არის იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად ვუყურებთ პროდასავლური პოლიტიკური ძალების და ზოგადად მთელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. 

რაც უნდა გვახსოვდეს, რაც უნდა იცოდეს რეჟიმმა პირველ რიგში და ქართულმა საზოგადოებამ, მაშინ, როდესაც ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი, სხვა პოლიტიკური პროდასავლური ძალების ლიდერები არიან უკანონო ტყვეობაში, როდესაც გვყავს 60-მდე პოლიტიკური სინდისის პატიმარი და ეს ადამიანები არცერთი არ გატყდნენ, ეს ანგარიშების დაყადაღება, თავისთავად არაფერს არ წარმოადგენს. 

ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები და უარი ვთქვათ ჩვენს თანმიმდევრულობაზე, პრონციპულობაზე და სიმტკიცეზე," - ამბობს ნიკა ფარულავა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი კი აღნშნავს, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტუმენტი ფინანსური მოხრჩობაა და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან, ივანიშვილის სამიზნეებს წარმოადგენენ. 

"პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან, წარმოადგენენ ივანიშვილის სამიზნეს, ის აპირებს ყველა ამ პარტიის გაუქმებას, განადგურებას და მათ შორის, რა თქმა უნდა ფინანსური მოხჩობა, დაყადაღება არის მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი და მიზეზი რა თქმა უნდა, არის მარტივი "დროაც" არის ცართული წინაარმდეგობაში, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად და ივანიშვილისთვის ის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს იმიტომ, რომ წინაარმდეგობა არის მისთვის მთავარი საფრთხის შემცველი," - განაცხადა მან. 

ოფიციალური განცხადებისგან განსხვავებით ნინო წილოსანი თვლის, რომ "დროას" და ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშების დაყადაღების მიზეზი, დიდი ალბათობით, აგენტების კანონის დაუმორჩილებლობა შეიძლება იყოს. 

მისი თქმით, ყველა ვინც არ დაემორჩილება კანონს, შესაბამისად იქნება რეაგირებული. 

"ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ "დროას" და მისი ხელმძღვანელის ჩართულობა, მათ შორის კანონ დაუმორჩილებლობა, მათ შორის წარუდგენლობა სახელმწიფო სტრუქტურებისადმი იმ ანგარიშების, რომლებიც მათ ევალებათ, რომ დეტალურად წარადგინონ, გამჭვირვალობის კანონის და აგენტების კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მარტივ აზრამდე მივყავართ, რომ ყველა ის კომპანია იქნება, სუბიექტი, თუ ფიზიკური პირი, ვინც არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისად რეაგირებული. 

ამ შემთხვევაში "დროას" ანგარიშების დაყადაღება, დიდი ალბათობით, დაუკავშირდება იმას, რომ არ ემორჩილება კანონს," - განაცხადა წილოსანმა. 

ცნობისთვის, შემოსავლების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, "დროას" ანგარიშის ყადაღა 2021 წლის არჩევნების დროს საჩივრის შეტანისას ბაჟის არ გადახდას უკავშირდება, ხოლო ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული კანონდარღვევის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაყადაღდა. 

მსგავსი სიახლეები