შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ მართლმსაჯულების დამოკიდებულება არ შეიცვლება - ვოლსკი სააკაშვილზე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, აცხადებს, რომ შიმშილობის ფაქტის მიუხადავად სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების დამოკიდებულება არ შეიცვლება.
ჯანმრთელობის თემაა, შიმშილობასთან დაკავშირებით არსებობს ჯანმრთელობის რაღაც სტანდარტი, რომელთან მიმართებაში მე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, ამ სტანდარით უნდა იმოქმედო ნებისმიერ შიმშილობასთან დაკავშირებით.
ნებისმიორ ადამიანს, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის არის სააკაშვილიც, მას შეუძლია, იშიმშილოს, მაგრამ ეს ფაქტი არ განაპირობებს მის მიმართ მართლმსაჯულების დამოკიდებულებას - განაცხადა გია ვოლსკიმ.